ფილმი გვიწვევს ულამაზეს სასახლეში, რომელიც ტყის შუაგულშია ჩამალული. მის მეპატრონე საშინელი ურჩხულია, რომლისაც ყველას ეშინია. მხოლოდ ყველაზე ლამაზი და მამაცი გოგონა მსოფლიოში სახელად ბელი შეძლებს საშინელი შესახედაობის, სინამდვილეში კი უბედური სასახლის მეპატრონის საიდუმლოს გაგებას.
↧
BEAUTY AND THE BEAST / მზეთუნახავი და ურჩხული (ქართულად)
↧
John Tucker Must Die / ჯონ ტაკერი უნდა მოკვდეს (ქართულად)
სკოლის ყველაზე მაგარ ბიჭზე ჯო ტაკერზე სამმა ყოფილმა შეყვარებულმა გოგონამ შურისძიება გადაწყვიტა. სასტიკი გეგმის განხორციელებისთვის სატყუარაა საჭიო. არჩევანი ახალ ჩამოსულ ქერქ თმიან მომხიბვლელ გოგონაზე ჩერდება...
↧
↧
The Nightmare Before Christmas / კოშმარი შობის წინ (ქარ
სადღაც შორს. ძალიან შორს არის პატარა ქალაქი სახელად ჰელუინთაუნი. იქ მონსტრები და ურჩხულები ცხოვრობენ. ისინი გარეგნულად ძალიან საშიშები, შინაგანად კი არც ისე საშიშები არიან. ეს ჰელუინის ზეიმის ხალხია. მათში მთავარი გოგრების მეფე - ჯეკ ჩონჩხია. ერთხელაც ის შობის ქალაქში აღმოჩნდა, და ისე გააოცა ნანახმა, რომ გადაწყვიტა ჰელუინის მაგივრად შობა მოაწყოს.
↧
The Matrix Reloaded / მატრიცა 2 : გადატვირთვა (ქართულად)
მებრძილები თავისუფლებისთვის ნეო, ტრინიტი და მორფეუსი აგრძელებენ ადამიანების აჯანყების მეთაურობას მანქანების ჯარიოს წინააღმდეგ. სისტემური რეპრესიის გასანადგურებლად ისინი იძულებულნი არიან არა მარტო უძლიერესი იარაღის არსენალი გამოიყენონ, არამედ თავისი დიდი გამოცდილებაც.
↧
Cinderella / კონკია (ქართულად)
კონკია - ღარიბი ობოლია, რომელსაც ბოროტი დედინაცვალი და მისი ქალიშვილები დილიდან საღამომდე ამუშავებენ. მას ძალიან უნდა სამეფო წვეულებაზე მოხვედრა. ობოლ გოგონას კეთილი ფერია ეხმარება!..
↧
↧
Toy Story / სათამაშოების ისტორია (ქართულად)
ყველა ბავშვს სჯერა, რომ როდესაც ის თავის სათამაშოებს მარტო ტოვებს, ისინი ცოცხლდებიან და თავის საქმეებს აკეთებენ. ეს ანიმაციური ფილმი მათ თავიანთ აზრებში კიდევ ერთხელ დაარწმუნებს.
↧
Monsters Inc / მონსტრების კორპორაცია (ქართულად)
"მონსტრების კორპორაცია"- ყველაზე დიდი ფაბრიკაა მონსტრების სამყაროში, რომელიც ბავშვების შეშინებითაა დაკავებული. აქ ყველაზე "ცუდი ბიები" ბავშვების შემშინებლებად მუშაობენ და ამარაგებენ მონსტრების სამყაროს ენერგიით, რომელიც ბავშვების ყვირილის შედეგად წარმოიქმნება. ყველაფერი აირია და თავდაყირა დადგა, როდესაც მონსტრების სამყაროში შემთხვევით პატარა გოგონა მოხვდა...
↧
Meet the Robinsons / სტუმრად რობინსონებთან (ქართულად)
ათი წლის ლიუისი მშობლების გარეშე იზრდება და ოცნებობს თავისი ოჯახის პოვნას. საბედნიეროდ, ლიუის დიდი წარმოსახვის უნარი აქვს და ფანტასტიური გამოგონების საოცარი ნიჭი. სხვადასხვა ხელში მოხვედრილ ნაწილებისგან ის ქმნის მოგონებების აღსადგენ მოწყობილობას, იმისათვის რომ დედის სახე მაინც ნახოს, რომელმაც ის ჯერ კიდევ თოთო ბავშვად თავშესაფარში დატოვა.მაგრამ სკოლის გამოფენაზე, სადაც ლიუისმა უნდა წარმოადგინოს მოქმედებაში თავისი მახსოვრობის სკანერი, დაუჯერებელი რამ ხდება.
↧
Tinker Bell and the Lost Treasure / ფერიები: დაკარგული განძი (ქართულად)
ფერია დინ–დინის და მისი მეგობრების თავგადასავლების გაგრძელება. აუცილებელია ფერიათა ყვავილოვანი მტვრის ხის გაახალგაზრდავება. ამოირჩევენ ფერია დინს – საუკეთესო ხელოსანს...
↧
↧
მეგატვინი / Megamind (qartulad)
მეგატვინი ყველაზე გენიალური და ყველაზე უიღბლო ბოროტმოქმედია მსოფლიოში. მრავალი წელია იგი ცდილობს დაიპყროს მეტრო-სითი, მაგრამ მას ამაში ხელს სუპერგმირი მეტრო-მენი უშლის. ბოროტმოქმედი კლავს სუპერგმირს და ამით იგი ცხოვრების მიზანს კარგავს. ბოროტმოქმედი დარჩა სუპერგმირის გარეშე.
↧
The Lion King II: Simba's Pride / მეფე–ლომი 2:სიმბას სიამაყე
მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ლომმა სიმბამ დაამარცხა ბოროტი ბიძა შრამი და დაიბრუნა სავანის მეფის სავარძელი. მას და დედოფალ ნალას ეზრდებათ ქალიშვილი- პრინცესა კიარა. ერთხელაც კიარა გაიპარება აკრძალულ მიწაზე და შეხვდება ლომის ბოკვერს კოვუს, რომელიც გახდება მისი საუკეთესო მეგობარი. მხოლოდ კიარამ ჯერ არ იცის რომ ეს მეგობრობა შეიძლება ძვირად დაუჯდეს და დააკარგინოს დედოფლის გვიგვინი!
↧
Garfield: A Tail of Two Kitties / გარფილდი 2: ორი კატის ისტორია (ქართულად)
გარფილდი თავის პატრონს ლონდონში ჩუმად მიყვება. ინგლისში ჩასული კი შემთხვევით თავის ორეულის - კატა პრინცის ადგილას აღმოჩნდება..
↧
Garfield / გარფილდი (ქართულად)
ის ცინიკოსია, ზარმაცი და საერთოდ - მსუქანი კატაა. ახლა გარფილდი - მთელი ამერიკის საყვარელი კატაა, რომელიც მალევე გახდება ფილმის კინოვარსკვლავი, რომელიც ფართო აუდიტორიაზეა გათვლილი. ფილმი გაკეთებულია გაზეთის ნახატების-კომიქსების საფუძველზე.
↧
↧
Thor: Tales of Asgard / თორი: ასგარდის ლეგენდები (ქართულად)
ახალგაზრდა, მამაცი პრინცი თორი და მისი ძმა ლოკი მითიური სარტარის ხმლის საძებნელად მიემგზავრებიან, რომელიც თავის მფლობელს წარმოუდგენელი ძალით დააჯილდოებს და აქცევს დაუძლეველ მეომრად. მაგრამ ახალგზრდა გმირებს ვერც კი წარმოუდგენიათ თუ როგორი საშიშროების წინაშე დგანან. არამხოლოდ მათ სურთ, რომ გახდენ ამ ძლევამოსილი ხმლის მფლობელები...
↧
Aladdin and the King of Thieves / ალადინი და ქურდების მეფე (ქართულად)
ალადინისა და პრინცესა ჟასმინის ქორწილის დღეს მთელი სამეფო იკრიბება აგრაბაში. სადღესასწაულო ცერემონია მოულოდნელად ფერხდება: მეფის სასახლეს თავს ესხმის 40 ყაჩაღი. მათ სურთ "მიდასის ხელის " მოპარვა . ეს ხელი ჯადოსნურია, რასაც ის შეეხება ყველაფერს ოქროდ აქცევს
↧
Un monstre à Paris / მონსტრი პარიზში (ქართულად)
1910 წელი, პარიზი. უზარმაზარი მონსტრი, რომელი მოგვაგონებს გიგანტურ მწერს, შიშის ზარს სცემს მთელ პარიზს. მორიდებული კინომექანიკოსი და შეუპოვარი გამომგონებელი იწყებენ მასზე ნადირობას...
↧
Kung Fu Panda 2 / კუნგ–ფუ პანდა 2 (ქართულად)
პანდა პო კუნგ-ფუს მსოფლიოში პირველი ფანია. იგი აგრძელებს თავის მოგზაურობას, როგორც წინასწარმეტყველებაში წერია.
↧
↧
TMNT / კუ ნინძები (ქართულად)
უცნაური ისტორიები ხდება ნიუ-იორკში: ვინმე მეცნიერი მარკ უინტერსი აპირებს მონსტრების არმია შექმნას, რომელიც მხოლოდდამხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - ეს მიზანი სამყაროს დამორჩილებაა. კუ ნინძები იმაზე უფრო საჭიროები არიან ეხლა ვიდრე ოდესმე სხვა დროს, მაგრამ რაფაელი, დონატელო და მიკელანჯელო გაქრნენ. ამიტომაც ლეონარდომ უნდა აღადგინოს გუნდის ერთიანობა, რომ გადაარჩინოს ქალაქი!
↧
Monster House / სახლი - მონსტრი (ქართულად)
სამი მოზარდი - ძმაკაცი აღმოაჩენს , რომ მიტოვებული სახლი გზის მეორე მხარეს - სინამდვილეში თვალთმაქცი მონსტრია...
↧
Open Season 3 / ნადირობის სეზონი 3 (ქართულად)
დათვ ბუგის და მისი მეგობრის - ირემ ელიოტის თავგადასავლების გაგრძელება. ამჯერად ბუგი მიდის თავისი პირადი ბედნიერების მოსაძებნად და ხვდება მოხეტიალე ცირკში, სადაც რუს დათვს იცნობს.
↧